пятница, 13 мая 2011 г.

საგაზაფხულო ღონისძიებები

ჩატარდა საგაზაფხულო ღონისძიებები

пятница, 28 мая 2010 г.

მე-4 კლასელების გამოსაშვები საღამო

2010 წლის 25 მაისს მე-4 გ კლასის მოსწავლეებმა
--კლასის ხელმძღვანელი ია დავითულიანი
მოაწყეს გამოსაშვები საღამო.
ბავშვებმა გაიხსენეს განვლილი ოთხი წელი,
მადლობა გადაუხადეს თავის საყვარელ დამრიგებელს
და ყველა იმ მასწავლებელს ,რომელმაც ცოდნის გზა
გაუკვალა მათ. აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიური
მონაწილეობა მიიღო სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე ბავშვებმა.

საჩუქარი ბავშვებს

2010 წლის მაისში ჩვენი სკოლის რესურს ოთახისათვის
შევიძინეთ სპეც. ინვენტარი, რამაც უკეთ წარმართა
სპეციალური განათლების საჭიროების  მქონე ბავშვებთან
მუშაობა.ამავე პერიოდში განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ გადმოგვცა უამრავი საჩუქარი, რამაც ბავშვებში
დიდი ხალისი და მადლიერების გრძნობა გამოიწვია.
  ბავშვების, მათი მშობლების და მთელი პედკოლექტივის
სახელით დიდ მადლობას ვუხდით განათლების სამინისტროს
საჩუქრებისა და მზრუნველობისათვის.

понедельник, 9 ноября 2009 г.


თამარ ქიტესაშვილი
2009 წლის ოქტომბრიდან ვმუშაობ 160-ე საჯარო სკოლაში
სპეც.პედაგოგად.სკოლაში ინკლუზიის მიმართ საკმაოდ
კეთილგანწყობილი გარემო დამხვდა.პედაგოგები
დაინტერესებულნი არიან უ.შ. ბავშვებით და აქტიურად
არიან ჩაბმულნი მათი პრობლემების მოგვარებაში.
ამ ბავშვებთან მე ყოველდღიურად ვმუშაობ ინდივიდუალურად.
ჩემი მიზანია ხელი შეუწყო,როგორც საზოგადოებაში მათ
ინტეგრაციას,ასევე დავეხმარო აკადემიური პრობლემების
მოგვარებაში.

воскресенье, 20 сентября 2009 г.

ფსიქოლოგის რჩევები

"ინკლუზიურ " ბავშვებთან მუშაობისას აუცილებელი
პირობაა სკოლაში ჩამოყალიბდეს ინკლუზიური
სწავლებისადმი კეთილგანწყობილი გარემო, რამეთუ
ბავშვებმა თავი სოციალური გარემოს სრულფასოვან
წევრებად იგრძნონ. ამისათვის საჭიროა: მაქსიმალურად
გამოვავლინოთ მათი უნარ-ჩვევები, შევისწავლოთ და
გავითვალისწინოთ ,ის რაც მათ ხელს უშლის სასწავლო
პროცეცის ჩართულობაში. ხელი შეუწყოთ საკუთარი
თავისადმი თვითდაჯერებულობასა და თვითრეალიზაციაში
მონაწილეობა მივაღებინოთ კულტურულ ღონისძიებებში.
ჩვენი სკოლა ყველა ამ პუნქტის გათვალისწინებით
ჩართულია ინკლუზიური სწავლების პროცესში.
მუშაობაში ფსიქოლოგთან ერთად აქტიურად მონაწილეობს
აღმზრდელობითი მუშაობის კოორდინატორი-
მაია ზაზიკაშვილი და მთელი პედკოლექტივი.

ფსიქოლოგი ირმა გვარმიანი.

суббота, 8 ноября 2008 г.

ინკლუზიური განათლების - სამუშაო კაბინეტი



ინკლუზიური განათლება სკოლებში


ინკლუზიური განათლება სკოლებში მეტად აქტუალურია.
ინკლუზიური განათლება ნიშნავს სპეციალური
საგანმანათლებლო მოსწავლეების ჩართულობას
სასწავლო პროცესში, ამიტომ სკოლამ მიზნად უნდა
დაისახოს მათი სოციალური ინტეგრაცია, შესაძლებლობების
გამოვლენა და განვითარება.