понедельник, 9 ноября 2009 г.


თამარ ქიტესაშვილი
2009 წლის ოქტომბრიდან ვმუშაობ 160-ე საჯარო სკოლაში
სპეც.პედაგოგად.სკოლაში ინკლუზიის მიმართ საკმაოდ
კეთილგანწყობილი გარემო დამხვდა.პედაგოგები
დაინტერესებულნი არიან უ.შ. ბავშვებით და აქტიურად
არიან ჩაბმულნი მათი პრობლემების მოგვარებაში.
ამ ბავშვებთან მე ყოველდღიურად ვმუშაობ ინდივიდუალურად.
ჩემი მიზანია ხელი შეუწყო,როგორც საზოგადოებაში მათ
ინტეგრაციას,ასევე დავეხმარო აკადემიური პრობლემების
მოგვარებაში.

воскресенье, 20 сентября 2009 г.

ფსიქოლოგის რჩევები

"ინკლუზიურ " ბავშვებთან მუშაობისას აუცილებელი
პირობაა სკოლაში ჩამოყალიბდეს ინკლუზიური
სწავლებისადმი კეთილგანწყობილი გარემო, რამეთუ
ბავშვებმა თავი სოციალური გარემოს სრულფასოვან
წევრებად იგრძნონ. ამისათვის საჭიროა: მაქსიმალურად
გამოვავლინოთ მათი უნარ-ჩვევები, შევისწავლოთ და
გავითვალისწინოთ ,ის რაც მათ ხელს უშლის სასწავლო
პროცეცის ჩართულობაში. ხელი შეუწყოთ საკუთარი
თავისადმი თვითდაჯერებულობასა და თვითრეალიზაციაში
მონაწილეობა მივაღებინოთ კულტურულ ღონისძიებებში.
ჩვენი სკოლა ყველა ამ პუნქტის გათვალისწინებით
ჩართულია ინკლუზიური სწავლების პროცესში.
მუშაობაში ფსიქოლოგთან ერთად აქტიურად მონაწილეობს
აღმზრდელობითი მუშაობის კოორდინატორი-
მაია ზაზიკაშვილი და მთელი პედკოლექტივი.

ფსიქოლოგი ირმა გვარმიანი.